1. მთავარი
  2. მდგრადი განვითარება
  3. სოციალური ინვესტიციების პროგრამები
ეკო-კლუბი

ბიპი-ს სოციალური ინვესტიციების პროგრამა 

1996 წლიდან დღემდე ვახორციელებთ სოციალური ინვესტიციებს. პროგრამებსა და ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას განათლების, კულტურის, პარალიმპიური სპორტის და ბიზნესის სფეროებში. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში ჩვენმა საქმიანობამ სარგებელი მოუტანოს ქვეყანას და ადგილობრივ მოსახელობას.

2022 წელს ბიპი-ს ინიციატივითა და დაფინანსებით კიდევ 60-მა ჟურნალისტმა გაიღრმავა ინგლისური ენის ცოდნა. პროგრამაში ბოლო ათწლეულის მანძილზე ადგილობრივი მედიის 500-ზე მეტი წარმომადგენელი სწავლობდა ინგლისურ ენას, რაც მათივე თქმით მათ ინფორმაციის მოპოვება -გადამუშავებაში ეხმარება. ასევე მნიშვნელოვნად ზრდის მათი პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს. 

პროგრამას ბრიტანეთის საბჭო ახორციელებს და წლების განმავლობაში ადგილობრივ მედიას მათი გადატვირთული გრაფიკის შესაბამისად შემუშავებულ პირობებს სთავაზობს.

ბოლო ორი წელია მედიის წამომადგენლები დისტანციურად სწავლობენ ინგლისურ ენას მსოფლიოს სხვადასხვა აუდიტორიებთან ერთად. ისინი აღნიშნავენ, რომ ახალი ურთიერთობები საერთაშორისო აუდიტორიასთან  მნიშვლენოვნად ზრდის მათ პროფესიულ უნარებს. თუმცა ცოცხალი ურთიერთობა აუდიტორიებში კვლავ მნიშვნელოვანია და მათი პროგრამა სხვადასხვა სოციალურ აქტივოვებსაც მოიცავს.

museum model

პროექტი “მეტი ინოვაციები და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში” დაფინანსებულია bp-ის მიერ სოციალური ინვესტიციების პროგრამის ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) და თბილისის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლობით.

პროექტის მიზანია, ხელი შუწყოს თბილისის მუზეუმების გაერთიანებას ისეთი  სიახლეების დანერგვაში, რაც საშუალებას მისცემს გააფართოვოს აუდიოტორია, განავითაროს საგანმანათლებლო სერვისები და უზრუნველყოს ექსპონატების უკეთესი დაცვა.

პროექტი მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს:

1.    თბილისის მუზეუმების გაერთიანების ბაზაზე არსებული რესტავრაცია-კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორიის აღჭურვა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უახლესი აპარატურით, რაც შესაძლებლობას მისცემს ლაბორატორიას გააფართოვოს საქმიანობა კოლექციებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაცია - რესტავრაციის კუთხით და ასევე გაუწიოს მომსახურება სხვა მუზეუმებს;

2.    ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმში ორენოვანი აუდიო გიდის სისტემის დანერგვა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც სამუზეუმო თხრობის გამრავალფეროვნებას და დამთვალიერებლისათვის მეტი კომფორტის შექმნას უწყობს ხელს. აუდიო გიდების მეშვეობით, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ეძლევა მისთვის მისაღებ ენაზე ინდივიდუალურად წარმართოს სამუზეუმო ტური.

3.    თბილისის მუზეუმების გაერთიანების საქმიანობის პოპულარიზაციის და ვიზიტორთა, თუ ონლაინ მიმდევართა მოზიდვის მიზნით საინფორმაციო, საგანმანათლებლო  ვიდეო რგოლების დამზადება და მათი გავრცელების ხელშეწყობა.

Union of museums
museum model
Union of museums 5
Union of museums 3
Union of museums 4
Union of museums
museum model
Union of museums 5
Union of museums 3
Union of museums 4
ბიპი-ს მიზანია სარგებელი მოუტანოს ადგილობრივ მოსახლეობას

ჩვენ ვაფინანსებთ სოციალურ პროგრამებს, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე არის მორგებული და, ამავე დროს, ჩვენს ბიზნესსაქმიანობასთან არის კავშირში

bp საქართველოში კვლავ ხელს უწყობს მაღალის სტანდარტის კორპორაციული პასუხისმგებლობის დამკვიდრებას ქართულ ბიზნესებში.
bp საქართველოს წარმომადგენელი არის ამერიკის სავაჭრო პალატის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტის წევრი.
კომიტეტი ეხმარება ადგილობრივ კომპანიებს, რომ დაამკვიდრონ და გააუმჯობესონ კორპორაციული პასუხიმგებლობის პრაქტიკა და ამ მიზნით უზრუნველყოფს გამოცდილების ურთიერთგაზიარებას და კონკრეტული შემთხვევების ანალიზს.
ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან ყველა დონეზე. ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან ვმუშაობთ კონკრეტული დასახლებების პრობლემებზე, ხოლო ზოგად სტრატეგიულ საკითხებს ქვეყნის ცენტრალურ მთავრობასთან განვიხილავთ.
ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მარეგულირებელ ორგანოსთან, ნებართვებისა და ლიცენზიების მისაღებად, აგრეთვე მათი მხრიდან ჩვენი საქმიანობის მონიტორინგის განსახორციელებლად.
სხვადასხვა წლებში ვთანამშრომლობდით საერთაშორისო დახმარების სააგენტოებთან და კრედიტორ ორგანიზაციებთან, ქვეყნის მრეწველობის სხვადასხვა დარგში მოქმედი სტანდარტების გასაუმჯობესებლად.
ასევე ვითანამშრომლეთ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან, საქართველოში კორპორაციული მართვის სტანდარტის ამაღლების ინიციატივის ფარგლებში.
ამასთან ერთდ IFC-სთან ერთობლივად დავაფინანსეთ სამწლიანი პროექტი,რომელიც მიზნად ისახავდა სურსათის წარმოების სექტორში მოქმედი სტანდარტების დახვეწას.

 

პროექტის მართვის კოლეჯი

პროექტების მართვის კოლეჯი (PMC), რომელიც 2009 წელს გაიხსნა bp-ს და მისი პარტნიორების ESI International-სა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით, მსმენელებს სთავაზობს შვიდი მოდულისგან შემდგარ სასწავლო პროგრამას, რომლის დასრულების შემდეგ, მსმენელებს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროექტების მართვის მაგისტრის სერტიფიკატი ენიჭებათ. კოლეჯის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ მოიპოვონ პროექტების მართვის პროფესიონალის (PMP®) სერტიფიკატი, რომელსაც Project Management institute (PMI®)გასცემს.

აკადემიური კურსი მოიცავს ერთ წელზე გადანაწილებულ 24 სასწავლო დღეს. კოლეჯმა ფუნქციონირების პირველი 5 წლის განმავლობაში 252 მსმენელისგან შემდგარი 13 ნაკადი მიიღო, აქედან 215-მა კოლეჯი მაგისტრის სერტიფიკატით დაამთავრა, ხოლო 14-ს პროექტების მართვის პროფესიონალის სერტიფიკატი მიენიჭა.

კოლეჯის სტუდენტების კონტინგენტს შეადგენენ მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები 100-ზე მეტი სხვადასხვა ორგანიზაციიდან, მათ შორის არიან როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო კომპანიები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

 

ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარების პროგრამა


პროგრამა მიზნად ისახავდა ევროკავშირის „მერების ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული საქმიანობის მხარდაჭერას. „მერების ხელშეკრულებას“მიერთებული ქალაქების მუნიციპალიტეტებს აღებული აქვთ ვალდებულება, რომელიც 2020 წლისთვის ნახშირორჟანგის ემისიების 20%-ით შემცირებას ითვალისწინებს, რაც ფართომასშტაბიანი ენერგეტიკული და გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმების განხორციელებას მოითხოვს.
პროგრამამ დააფინანსა მსხვილი სადემონსტრაციო პროექტი საქართველოს ქალაქებში, რომლებიც ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების პრაქტიკული მაგალითებია და სტიმულს აძლევს სხვა პროექტების განხორციელებას. ამ მიზნით, ხელშეკრულების მონაწილე მუნიციპალიტეტებში შეირჩა საზოგადოებრივი შენობები, მაგალითად, სკოლები, ბაგა-ბაღები, სამედიცინო ცენტრები, სახელოვნებო და სპორტული სკოლები და ბავშვთა სახლები. 

ბიპი-ს და მისი პარტნიორების მიერ დანერგილი ტექნოლოგიები ხელს უწყობს CO2 ემისიების შემცირებას საქართველოში

პროექტი ინიცირებული და დაფინანსებულია ბიპი-ს და მისი ნავთობის და გაზის პროექტების პარტნიორების მიერ. პროექტი განახორციელა კომპანია 'ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო'-მ. პროექტის მიზანია ეროვნული ენერგოუსაფრთხოების და გლობალური გარემოსდაცვითი ღონისძებების ხელშეწყობა, საქართველოში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების და სხვადასხვა საშუალებების და მოწყობილობის მიწოდების გზით CO2 ემისიების შესამცირებლად.

solar energy bp
საინვესტივიო გარემოს გაუმჯობესების პროექტი
მოცემულ პროექტს საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ახორციელებდა და მისი მიზანი მდგრადი კერძო სექტორის განვითარების მხარდაჭერა იყო ადგილობრივი კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაზრდის გზით.
პროექტში 3 საკვანძო სფერო გამოიკვეთა: საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება (პირველ რიგში დღგ). საბაჟო პროცედურების და სისტემების გამარტივება. ინვესტიციების მარეგულირებელი კანონმდებლობის გადახედვა სავაჭრო და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშესაწყობად.
პირდაპირი ბენეფიციარები ამ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სახელმწიფო შემოსავლების სამსახური იყო. დროთა განმავლობაში, გამარტივებული ადმინისტრაციული გარემო უფრო მეტ სარგებელს მოუტანს მოქმედ კომპანიებს.
ვაჭრობის და ინვესტიციების ხელშეწყობა

ჩვენ  დავაფინანსეთ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) საქმიანობა, რომელიც bp -ის მიერ 2004 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული „ვალდებულების“ ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი 300 ათასი დოლარის ოდენობის გრანტით არის დაფუძნებული. 

EUGBC არის ბიზნესის ინტერესებზე ორიენტირებული ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზნებია:
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისება. საქართველოს, როგორც ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელი ქვეყნის წარმოჩენა ევროკავშირის ქვეყნებში და პირიქით. საბჭოს წევრების საერთო ბიზნესინტერესების გატარება და დაცვა. ევროკავშირსა და საქართველოს ბიზნესებს, მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოების წრეებს შორის კავშირების ხელშეწყობა.
ბიზნეს საბჭოს წევრები არიან: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ამერიკის სავაჭრო პალატა, საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია და ქართველ ექსპორტიორთა ასოციაცია.