1. მთავარი
  2. კარიერა

კარიერა

ტექნიკოსი

bp საქართველოში მუშაობა ეს არის მრავალფეროვნებითა და მნიშვნელოვანი გამოცდილებებით გაჯერებული კარიერა. bp-ს მიზანია მოიზიდოს განსაკუთრებული უნარ-ჩვევებისა და პოტენციალის მქონე ადამიანები. კვალიფიციურ, მიზანმიმართულ პროფესიონალებს bp დიდი კარიერული წინსვლის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვთვლით, რომ სამუშაო გარემო უნდა იყოს ნდობაზე, პატივისცემაზე, ჩართულობასა და მრავალფეროვნებაზე დამყარებული

bp საქართველო თავის თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნავს არა მარტო სწავლების კურსების, რჩევების და გარე რესურსებით უზრუნვეყოფის გზით, არამედ ახალი სამუშაოს შეთავაზების გზითაც

 

ჩვენ გვსურს, რომ თქვენ პირველივე დღიდან მიაღწიოთ წარმატებას, ამიტომ ჩვენ გთავაზობთ საორიენტაციო პროცესს, რომელიც დაგეხმარებათ მუშაობის პირველ თვეებში ადვილად მიაღწიოთ სასურველ შედეგებს.

 

მოცემული პროცესი მიმართულია იმისთვის, რომ ადვილად გაიგოთ bp-ს პოლიტიკა, მოერგოთ გარემოს, ჩამოაყალიბოთ თქვენი ბიზნეს ერთეულის მიზნები და დაადგინოთ მათი შესაბამისობა კორპორაციულ მიზნებთან.

 

როდესაც ახალი თანამდებობა თავისუფლდება კომპანიის შიგნით, ჩვენ კანდიდატებს ვეძებთ თანამშრომლებს შორის. ვაკანსია ცხადდება კომპანიის ინტრანეტზე. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა მოძებნოთ ახალი პოზიცია კომპანიის შიგნით და კარიერული წინსვლა განახორციელოთ. ეს მეთოდი განსაკუთრებით ხელსაყრელია თუ გაქვთ სურვილი შეცვალოთ საკუთარი კარიერის მიმართულება.

 

ბევრმა ადამიანმა რადიკალურად შეცვალა კარიერის მიმართულება. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ არ ჩავკეტოთ ადამიანები და მივცეთ მათ საკუთარი მიზნების განხორციელების საშუალება ჩვენს მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების ფარგლებში.